вторник, 16 марта 2010 г.

1.პროექტის სახელი-”სუფთა წყალი” -ჩემი უფლებაა.
2.პროექტის მოკლე აღწერა-”წყალს ბუნებამ მიანიჭა ჯადოსნური ძალა -იყოს სიცოცხლის წყარო დედამიწაზე.”{ლეონარდო და ვინჩი} წყლის სისუფთავე დღეისათვის ძალიან აქტუალურია.
3.პროექტის სრული აღწერა- წყალი ”სიცოცხლის ელიქსირია”.უწყლოდ ადამიანს მხოლოდ 5-10 დღე შეუძლია გაძლოს. თუ ადამიანის ორგანიზმი დაკარგავს 6-8% წყალს, მას უწევს ტემპერატურა, უხშირდება სუნთქვა და გულისცემა, ეწყება თავბრუსხვევა, ხოლო თუ დაკარგა წყლის 15-20% და გარემოს ტემპერატურა აღწევს 30გრადუსიC, ადამიანი უმეტეს შემთხვევაში იღუპება. ადამიანი ცხოვრებაში მოიხმარს 70ტ. წყალს.
სასმელად და საყოფაცხოვრებომიზნებისათვის გამოიყენება ბუნებრივი წყალი, რომელიც შედარებით მცირე რაოდენობითშეიცავს მასში გახსნილ ნივთიერებებს. ასეთი წყლის ძირითადი წყაროა მდინარეები, ტბები და მიწისქვეშა წყლები(წყაროს) წყლები.
სასმელად და საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის გამოყენებული მდინარეებისა და ტბების წყალი აუცილებელია მოხმარების წინ გასუფთავდეს. წყაროს წყალი მართალია სუფთაა, მაგრამ მისი მარაგი ბუნებაში მცირეა.
წყლის გასუფთავება ხდება იმის მიხედვით, თუ რა მიზნით იყენებენ მას. სასმელი არ უნდა შეიცავდეს შეტივტივებულ უხსნად მინარევებს და სხვსდასხვა დაავადების გამომწვევ მავნე ბაქტერიებს. მდინარის ან ტბის წყალს, უხსნადი მინარევების მოცილების მიზნით, სპეციალურ ცხაურებში გატარების შემდეგ დასაწვდომ აუზში გააჩერებენ,შემდეგ ფილტრავენ ქვიშის ფენაში გატარებით. მავნე მიკროორგანიზმების მოსპობის მიზნით მიღებულ წყალს ქიმიურქდ დაამუშავებენ მასში ქლორის (ქლორი წყალთან ურთიერთქმედებს ატომური ჟანგბადის გამოყოფით, რომელიც სპობს მიკროორგანიზმებს) ან ოზონის გატარებით. ასეთი გზით გასუფთავებულ წყალში რჩება ადამიანისათვის აუცილებელი გახსნილი ნივთიერებები.
სასმელი წყლის მარაგი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ზოგი ქვეყანა სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდის. ასეთ ქვეყნებში სასმელი წყალი შემოაქვთ სხვა ქვეყნებიდან და ყიდიან მაღაზიებში.რადგან სასმელი წყლის მარაგი არც თუ ისე დიდია, ამიტომ განსაკუთრებით სავალალოა მისი უყაირათო ხარჯვა და დაბინძურება. სასმელი წყლის მარაგის სიმცირესთან დაკავშირებით წარმოდგენილია საპრეზენტაციო მასალა წერილი 2070 წლიდან.
წყალი ხშირად ბინძურდება სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელიასაწარმოებთან შენდებოდეს გამწმენდი ნაგებობები, რომელიც ბუნებას დაუბრუნებს სუფთა წყალს. ასევე აუცილებელია, თითოეული ადამიანი ზრუნავდეს, რომ ბუნებრივი წყალი არ გაბინძურდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით.
მოგეხსენებათ,დღეს აქტუალური პრობლემაა წყლის სისუფთავე. ხშირად გვესმის დალიეთ ანადუღარი წყალი.ამიტომ მოსწავლეებმა მიიღეს გადაწყვეტილება გამოიკვლიონ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის სისუფთავის ხარისხი.
4. მონაწილეთა ასაკი-14-15 წელი.
5.ვადები/ხანგრძლივობა- 3თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში-
მოსწავლეებს გააჩნიათ შემდეგი საბაზისო ცოდნა:
იციან წყლის შედგენილობა, წყლის გავრცელება ბუნებაში, წყლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება, გასუფთავება, დაბინძურება.
პროექტისათვის საჭირო რესურსები:
სხვადასხვა ადგილიდან მოტანილი წყლის ნიმუშები,PH-ეტრი ან უნივერსალური ინდიკატორის ქაღალდი, რეაქტივები წყლი სიხისტის განსასაზღვრად.
ხელსაწყოები- ბიურეტი, კოლბებ, მინის წკირები.
მოსწავლეთა პრეზენტაცია.
7.სამუშაო ენა-ქართული.